სოფელ ჯიხაშკარში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ესებუა ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა და 500 ათას აშშ დოლარის აღების შემდეგ გაქცევა მოახერხა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.