აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ჩინეთი დაემუქრება შეერთებული შტატების სუვერენიტეტს, აშშ იმოქმედებს.
ჯო ბაიდენის თქმით, ჩინეთთან კონკურენციაში გამარჯვებამ ყველა უნდა გააერთიანოს, რადგან მთელი მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
„მზად ვარ, ვიმუშაო ჩინეთთან, სადაც ჩვენ შევძლებთ ამერიკის ინტერესების წინ წაწევას და მსოფლიოსთვის სარგებელის მოტანას, მაგრამ თუ ჩინეთი დაემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, ვიმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად, და ჩვენ ეს გავაკეთეთ“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.