რიში სუნაკის თქმით, Challenger-ის ტიპის ტანკები უკრაინაში, ბრძოლის ველზე მომდევნო კვირებში იქნებიან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, Challenger-ის ტიპის ტანკები უკრაინაში, ბრძოლის ველზე მომდევნო კვირებში იქნებიან. პრემიერ-მინისტრი იმეორებს, რომ დიდი ბრიტანეთი ლიდერობს უკრაინისთვის აღჭურვილობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, იქნება ეს ჯავშანტექნიკა თუ საარტილერიო იარაღი. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

სუნაკს ზელენსკისთან ერთად მიმდინარე პრესკონფერნციაზე Sky News-ის ჟურნალისტმა ჰკითხა უკრაინისთვის უფრო მოწინავე იარაღის „მიწოდების შეფერხების“ შესახებ და დაინტერესდა, „რა აკავებს დასავლეთს“.

„ჩვენ პირველად ვწვრთნით საბრძოლო თვითმფრინავებისთის. ეს არის ის, რისი გაკეთებაც გვსურს, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები NATO-ს აღჭურვილობაზე გაიწვრთნებიან“, - განაცხადა სუნაკმა. 

შეგახსენებთ, ზელენსკი პირველი ვიზიტით იმყოფება დიდ ბრიტანეთში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.