კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების გამო ბევრ ქვეყანას საერთაშორისო ტურიზმზე უარის თქმა უწევს, თუმცა საბედნიეროდ, არიან ტურიზმზე ორიენტირებული ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ტურისტებს მიიღებენ. ამის შესახებ სტატიას Independent-ი აქვეყნებს. Europetime ამ ჩამონათვალს გთავაზობთ:
სეიშელის კუნძულები
კუნძულოვანი ქვეყანა აპირებს, სრულიად გააუქმოს შეზღუდვები და ვაქცინირებული ტურისტები ყველანაირი წინაპირობის გარეშე მიიღოს. მთავრობის თქმით, ნებისმიერი მოგზაური დაიშვება ქვეყანაში, რომელმაც ვაქცინაცია გაიკეთა, თუმცა მათ ამავდროულად PCR ტესტის უარყოფითი შედეგის ჩვენება მაინც მოუწევთ.
რუმინეთი
საერთაშორისო ვიზიტორები არ იქნებიან ვალდებულნი, ქვეყანაში ჩასვლისას კარანტინი გაირონ, თუ მათ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული. ვიზიტორებმა უნდა დაადასტურონ, რომ ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული და ბოლო ათი დღის განმავლობაში ინფიცირება არ უდასტურდებათ
ისლანდია
მოგზაურებს ისლანდიაში შესასვლელად „ვაქცინაციის სერთიფიკატი“ დასჭირდებათ. ქვეყნის მთავრობის თქმით, ისლანიდაში მხოლოდ ევროკავშირის მიერ სერთიფიცირებული ვაქცინით აცრილ მგზავრებს შეუშვებენ.
კვიპროსი
დეკემბერში, კვიპროსი, ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მგზავრებისთვის ქვეყანაში შესვლის პროცედურები (ტესტირება და კარანტინი) გააუქმა. ახალი ინიციატივა ძალაში მარტში შევა, მანამდე საერთაშორისო მოგზაურებს ქვეყნაში შესვლისას, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დაცვა მოუწევთ.