ფრანგული ტელეარხის, BFM TV-ის ცნობით, ბრიტანეთში ერთი დღის გატარების შემდეგ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 8 თებერვალს, პარიზში ჩავიდა. ზელენსკი საფრანგეთის დედაქალაქში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება.
9 თებერვალს ზელენსკი ბრიუსელსაც ეწვევა.
ეს ზელენსკის მესამე საგარეო ვიზიტია 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
მანამდე, 8 თებერვალს ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ლონდონს, სადაც შეხვდა პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს, ასევე მეფე ჩარლზ III-ს. ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ზელენსკი თვითმფრინავების გადაცემის მოწოდებით გამოვიდა.
შეგახსენებთ, უფრო ადრე, 2022 წლის დეკემბერში, ზელენსკი აშშ-ის სტუმრობდა.