ტაილანდში Covid-19-ის საწინააღმდეგო ზომების დარღვევისთვის 89 ტურისტი დააკავეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. პოლიციამ ტურისტები წვეულებაზე დააკავა.
სამართალდამცავი ორგანოს განცხადებით, მათ წვეულების შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ორგანიზატორებმა მოსაწვევების ონლაინგაყიდვა დაიწყეს. ტაილანდში კორონავირუსის პრევენციული ზომების დარღვევისთვის მაქსიმალური სასჯელი ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ან 1,300 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმაა.
სამართალდამცველებმა წვეულებაზე 20 ფრანგი, 10 ამერიკელი და ექვსი ბრიტანელი ტურისტი დააკავეს. მათი ნაწილი თავდებით უკვე გაათავისუფლეს.
პოლიციის თქმით, უმრავლესობა ტაილანდში „ჩარჩენილი ტურისტია“, რომლებსაც კორონავირუსის გამო სახლში დაბრუნებაზე პრობლემა შეექმნათ.