რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა უფრო დიდი მოქმედების იარაღს და თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებს, მით უფრო მალე დასრულდება რუსული აგრესია და მშვიდობა დაბრუნდება ევროპაში. ჩვენ დავუბრუნებთ მტკიცე მშვიდობას ევროპას“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპაში ეფექტიანი კონტინენტური ალიანსი არის ის, რაც ყველა ევროპელს სჭირდება.
„რუსეთის აგრესიის რაც შეიძლება მალე დასრულება ყველაზე რაციონალურია", - განაცხადა ზელენსკიმ.