ცნობილია, 43 სავაჭრო მოლიდან რამდენი აკმაყოფილებს გახსნის მოთხოვნებს

"ახალ პორტალზე, labour.moh.gov.ge ჯამში დარეგისტრირებულია 43 სავაჭრო მოლი, რომელთაგან, გუშინდელი მონაცემებით, 13 მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გატესტეს თანამშრომლების 20% მოთხოვნის შესაბამისად, ამიტომ 1-ლი თებერვლიდან სრულად განაახლებენ სამუშაო პროცესს. თუმცა ეს გუშინდელი მონაცემებია და ყოველდღიურად იცვლება", - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოლოდინი გვაქვს, რომ 1-ლი თებერვლისთვის ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა მზად შეხვდება პროცესს. ასევე 21 ბაზარია დარეგისტრირებული, რომელთაგან 2 აკმაყოფილებს მოთხოვნებს. მათ 15 თებერვლამდე აქვთ ვადა, რომ თანამშრომლები დაარეგისტრირონ და გატესტონ. საცალო-საბითუმო ტიპის 24 ობიექტია დარეგისტრირებული, რომელთაგან 3 აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ასევე სკოლების რეგისტრაციაა დაწყებული“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.