თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალქე გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქ. ისქენდერუნში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალქე მ.შ. თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.
დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.