დავავალე შესაბამის უწყებებს და დაიწყეს მზადება სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, რომელიც ორშაბათს-სამშაბათს გაიგზავნება თურქეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დაბა ბაკურიანში განუცხადა.
„დაავალე შესაბამის უწყებებს და დაიწყეს მზადება სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, რომელიც ორშაბათს-სამშაბათს გაიგზავნება თურქეთში. ამ მიზნით ჩვენ ერთი მილიონი ლარი გამოვყავით. მთავრობის გარდა ძალიან ბევრი კერძო სექტორიცაა მობილიზებული, ჩართული; პარლამენტი, სხვა უწყებები და ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ ჩვენ თურქ ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.
დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.