ინდონეზიაში კუნძულ ტულაუდზე 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ინდონეზიის გეოფიზიკის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა დედამიწის ზედაპირიდან 11 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
სტიქიური უბედურებით გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.