ლიეტუვიდან უკრაინაში საზენიტო იარაღის პირველი პარტია ჩავიდა

ლიეტუვური საზენიტო იარაღის პირველი პარტია უკრაინაში ჩავიდა.

თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ L-70 ტიპის საზენიტო იარაღისა და საბრძოლო მასალის პირველი პარტია უკვე ჩავიდა უკრაინაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მინისტრს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.