თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ადასტურებს, რომ ქალაქ გაზიანთეპში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქი ი.პ. დაიღუპა.
ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს 5 გარდაცვლილი მოქალაქეა ნაპოვნი.
ცნობისათვის, 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე ქალაქში 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 25 000-ს გადასცდა.