კორუფციული სკანდალის ფარგლებში, ტალიის პოლიციამ ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავა. დაკავების ორდერი ბელგიის პოლიციამ გასცა.
ევროპარლამენტარი საავადმყოფოში დააკავეს, სადაც გამოკვლევებს იტარებდა, ის ახლა უკვე სახლში – შინაპატიმრობაშია, აცხადებს ადვოკატი.
ამავე საქმეზე ბელგიელი დეპუტატი მარკ ტარაბელა 11 თებერვალს დააკავეს.
ბელგიური მხარე ევროპარლამენტარის ექსტრადირებას ითხოვს. სასამართლო ხსენებულ საკითხს 14 თებერვალს განიხილავს.