თურქეთში დაღუპული 5 მოქალაქიდან, სამი უკვე გადასვენებულია საქართველოში - ელჩი

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანღავას განცხადებით, ამ დროისთვის დადასტურებულია საქართველოს 5 მოქალაქის გარდაცვალება, ერთს კი ისევ ეძებენ.

"დადასტურა 5 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, სამი უკვე გადასვენებულია საქართველოში და დანარჩენზე მუშაობს საელჩოს საკონსულო სამსახური, რა თქმა უნდა, მათაც გადაასვენებენ საქართველოში", - თქვა ელჩმა, გიორგი ჯანღავამ.

ცნობისთვის, თურქეთში მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 29 605 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი - 4 574.