ერთი ნახატი არის დაზიანებული, ნახევის სახით აქვს დაზიანება, - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნახატებისთვის კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა.
„ერთი ნახატი არის დაზიანებული, ნახევის სახით აქვს დაზიანება, ხოლო ორს აღენიშნება ანაქერცლი.
ეს ყველაფერი ითვალისწინებს ამ ნახატების დაბრუნებას სამუზეუმო სივრცეში და რესტავრაციის ჩატარებას. ამ მიზნით ერთხელ უკვე გახლდით მოსულები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მაგრამ გაურკვეველი ახსნა-განმარტებები მივიღეთ და ხელი შეგვეშალა ამ ნახატების იმ დღეს გამოტანაში. დღეს კვლავ გამოვცხადდით და ნახატები უპრობლემოდ გაგვატანეს“, - აღნიშნა გენერალური ინსპექციის უფროსმა კახაბერ ჭუმბაძემ.