საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოშ საფრანგეთის საელჩო Facebook გვერდზე ავრცელებს.
„დღეს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი, შეხვდა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა, რათა მისთვის ეცნობებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა იგი ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ეს ჯილდო ნინო ლომჯარიას გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუტიციის სათავეში შეასრულა. გულწრფელად ვულოცავთ მას“, - იუწყება საფრანგეთის საელჩო.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლომჯარიასა და მის გუნდს ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადასცა.