თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის 1 პირი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პირი ვაჟა-ფშაველას გამზირზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
ამ დროისთვის მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.