ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ეწვევა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი რუსეთს ევროპული დიპლომატიური ტურის ფარგლებში ეწვევა, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ორშაბათს. 

ვან ის ცხრადღიანი მოგზაურობა, რომელიც სამშაბათს იწყება, ასევე მოიცავს ვიზიტებს საფრანგეთში, იტალიაში, უნგრეთსა და გერმანიაში, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც ისაუბრებს.

„საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი რუსეთში ფოკუსირებული იქნება აზრთა სიღრმისეულად გაცვლაზე ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარების მომდევნო ეტაპთან დაკავშირებით, ასევე, საერთაშორისო და რეგიონულ მწვავე საკითხებზე, რომლებიც საერთო შეშფოთებას იწვევს", - განაცხადა სპიკერმა CNN-ის ცნობით.