სამართალდამცველების მიერ 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული - ფონიჭალაში, გამსახურდიას ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა, საგამოძიებო მოქმედებები, თბილისის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რომლებთანაც წინასწარ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რაც ასახულია აუდიო-ვიდეოჩანაწერებით და გამოყენებული იქნება მტკიცებულების სახით.
ღონისძიება გრძელდება დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში და დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.