დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია დროებით პატრიარქის გამგებლობაში გადავა. შესაბამისი განცხადება მედიასთან მეუფე იაკობმა გააკეთა.
ამის შესახებ სინოდის დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
„ზენონი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ ესწრებოდა. პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება დიდი ბრიტანეთის ეპარქია“, - აღნიშნა თავის მხრივ, მეუფე გრიგოლ კაციამ ჟურნალისტებთან.
„რაც ის მძიმე ომი დაიწყო უკრაინაში, სინოდი არ შეკრებილა და პირველად შევიკრიბეთ. ჩვენ თანაგრძნობა გამოვხატეთ, რადგან ძალიან დიდი ტრაგედია ხდება და გვინდა, რომ ომი სწრაფად დამთავრდეს და ომის დასრულდეს ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს. იმ ადამიანების მწუხარება გავიზიარეთ, მთელი მსოფლიოსთვის ტრაგედიაა, იქ რაც ხდება. ხომ ვიცით, იქ რაც ხდება?!
ასევე, გავიზიარეთ თურქეთში მიწისძვრის შედეგები, თურქეთის ხელისუფლებას და მსოფლიოს პატრიარქს მივუსამძიმრეთ. სირიაში უშუალოდ ანტიოქიის პატრიარქს მივუსამძიმრეთ. იცით, რომ სირიის სახელმწიფო ჩვენდამი ისეა განწყობილი და აფხაზეთი აღიარა. ჩვენი ეკლესია იდგა იქ, სადაც საქართველოა და ქართველი ხალხია.
ასევე, განვიხილეთ მაკედონიის საკითხი და ჩრდილო მაკედონიის სახელმწიფოში არსებული მართლმადიდებელი ეკლესიასთან ევქარისტიულ კავშირს ვამყარებთ. უკრაინის ეკლესიის თემა ცოტა სხვანაირი თემაა და ეს აბსოლუტურად სხვა თემაა. უკრაინის ეკლესიასთან სხვა დამოკიდებულებაა და იქ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებში თვითონ დედა ეკლესიებმა გადაწყვეტილება მიიღეს. იქ მარტო სტატუსია დამოკიდებული ჩრდილო მაკედონიაში არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე და მაგის მერე გადაწყდება, როგორც გადაწყდება და იმ სტატუს ჩვენც შევუერთდებით“, - განაცხადა მეუფე იაკობმა მედიასთან.
წმინდა სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გათავისუფლდა. საქართველოს საპატრიარქომ ეს ინფორმაცია 18 ნოემბერს გაავრცელა.