„ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს ამავე დროს, ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი განუმეორებლობითა და მიმზიდველობით, ღირსია საყოველთაო დაფასებისა, თავისი ხელოვნებით, მუსიკით და სხვა გამომსახველობითი ფორმებით, რომლებიც კიდევ უფრო გამდიდრდება სხვა კულტურებთან პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობის შედეგად“, - ამის შესახებ რომის პაპმა განაცხადა.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი რომის პაპთან შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
პაპმა სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილა ქართველ დიპლომატზე, სულხან-საბა ორბელიანზე, რომლის სახელსაც ატარებს უნივერსიტეტი და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი, იმსახურებს ფართო გზასა და შესაძლებლობებს:
„ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს ამავე დროს, ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი განუმეორებლობითა და მიმზიდველობით, ღირსია საყოველთაო დაფასებისა, თავისი ხელოვნებით, მუსიკით და სხვა გამომსახველობითი ფორმებით, რომლებიც კიდევ უფრო გამდიდრდება სხვა კულტურებთან პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობის შედეგად.
მაგალითის სახით, აქაც სინათლეს მოვიშველიებ, რომელიც იმისთვის კი არ არსებობს, რომ თვითონ გამოჩნდეს, არამედ იმისთვის რომ სხვას გაუნათოს ირგვლივ და მის იქით არსებული სივრცე. ასეა კულტურაც, რომელიც ახალ ჰორიზონტებს ხსნის და საზღვრებს აფართოებს.
ამიტომაც, გისურვებთ იქცეთ „საამურ შუქად“ ახალგაზრდობისთვის და მადლობას მოგახსენებთ თქვენი საქმიანობისათვის”, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.