აშშ უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს

Sky News წერს, რომ ამერიკა უკრაინისთვის ახალ, 10 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ამზადებს. 

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს რამდენიმე განცხადებას, რომლებიც მიზნად ისახავს ურყევი მხარდაჭერის გამოვლენას უკრაინისადმი - მომავალ კვირას ომის წლისთავთან დაკავშირებით.

პაკეტი მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარების პოტენციალურ პაკეტს, რათა კიევში მყოფ ხელისუფლებას ფუნქციონირებაში დაეხმაროს.