იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 15-16 თებერვალს თურქეთს ეწვევა.

ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, სტოლტენნბერგი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოგანს და საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს ანკარაში შეხვდება.

სტოლტენბერგი ასევე მოინახულებს დამანგრეველი მიწისძვრებით დაზარალებულ რაიონებს.