შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი უკრაინაში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა და შვედეთი ერთად დგანან კაცობრიობის, თავისუფლებისა და ევროპის დასაცავად.
„დღეს მივესალმები შვედეთის პრემიერ მინისტრს ულფ კრისტერსონს უკრაინაში. უკრაინა და შვედეთი ერთად დგანან კაცობრიობის, თავისუფლებისა და ევროპის დასაცავად. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.
შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა სამი კვირის წინ განაცხადა, რომ შვედეთი განიხილავს Stridsvagn 122-ის ტიპის ტანკების (მოდერნიზებული Leopard 2A5) გაგზავნას უკრაინაში.