NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორებისთვის, ბოსნია- ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ მინისტრები შეთანხმდნენ, გააძლიერონ მორგებული მხარდაჭერა ხსენებული პარტნიორების თავდაცვის შესაძლებლობების, გამძლეობისა და NATO-სთან თავსებადობის გასაძლიერებლად.
გარდა ამისა, სტოლტენბერგის თქმით, დღეს მოკავშირეები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.