საქართველოში ქორწინების საშუალო ასაკი გაიზარდა

"რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკმა, 2009-2019 წლებში, სტაბილური ზრდა აჩვენა: ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 2009 წელს 26.5-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს - 29.7-ს", - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალ სტატისტიკურ პუბლიკაციაში „ქალი და კაცი საქართველოში 2020“ არის აღნიშნული.

საქსტატის ინფორმაციით, კაცების შემთხვევაში ანალოგიური ზრდა ნაკლებად იყო გამოხატული, მათი ქორწინების საშუალო ასაკმა შესაბამისად 30.2 და 32.6 წელი შეადგინა.

ცნობისთვის, პუბლიკაციაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ასახავს ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწორობის 2019 წლის ძირითად ტენდენციებს.