"კორონავირუსის შემდგომი მუტაციების თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა საზოგადოების ვაქცინაციაა", - განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ეს ვირუსი განვითარებასა და მუტირებას განაგრძობს. ვირუსის შემდგომი მუტაციის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისი გამრავლების პრევენციაა და ეს ვაქცინაციით კეთდება“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.