ელი კოენი ისრაელის მთავრობის პირველი მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგი ჩავიდა.
„ელი კოენი შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას", - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მედიაში 19 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი კიევს მისი უკრაინელი კოლეგის დიმიტრო კულებას მიწვევით ეწვეოდა.
ინფორმაცია კულებასა და კოენს შორის 19 იანვარს სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა.
„ჩვენს პირველ სატელეფონო საუბარში, მე და ელი კოენმა განვიხილეთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა, უსაფრთხოების საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის გზები. მინისტრმა კოენმა დაგმო რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ დაადასტურა ისრაელის გეგმები ჰუმანიტარული დახმარებისა და დახმარების სხვა სფეროებში გაძლიერების შესახებ“. კოენი ასევე დაგვპირდა ორ თვეში კიევში ისრაელის საელჩოს გახსნას“, - აცხადებდა კულება.
თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 18 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინა წარუმატებლად ცდილობდა, დაერწმუნებინა ისრაელი, ნეიტრალიტეტზე ეთქვა უარი.