ევროკავშირის პრეზიდენტი მოსკოვში სერგეი ლავროვს შეხვდება

ევროკავშირის პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი მოსკოვში სერგეი ლავროვს შეხვდება. ინფორმაციას ევროკავშირის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.

ოფიციალურ გვერდზე გამოქვენყებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრის დროს მრავალმხრივი დისკუსია გაიმართება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ყურადღებას გაამახვილებს რუსეთის ურთიერთობებზე, უკრაინასა და მისი მოზობლებთან, ასევე საუბარი ირანის ბირთვულ შეთანხმებას, კლიმატის ცვლილებასა და კორონავირუსის პანდემიას შეეხება.

ვიზიტის განმავლობაში, ბორელი მოსკოვში შეხვედრებს რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და აკადემიური საზოგადოების წევრებთანაც გამართავს.

"რუსეთთან ურთიერთობები ევროკავშირისთვის, ერთ-ერთი ყველა კომპლექსური რამაა. უახლოესი მოვლენები ჩემი მოსკოვში ჩასვლის საჭიროებას კიდევ ერთხელ უსამს ხაზს",- აღნიშნავს ბორელი.