საპატრიარქო განმარტავს, რომ ილია მეორის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლე არ არის

"ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს", - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

„ბევრი ზარია ჟურნალისტების მხრიდან. გაცნობებთ, რომ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს, იგი არც კორონათი დაავადებულა“, - აცხადებს დეკანოზი.