ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ირანში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა. პეკინმა და თეირანმა თავიანთი ძლიერი ეკონომიკური კავშირები 2021 წელს 25-წლიანი „სტრატეგიული თანამშრომლობის პაქტზე“ ხელმოწერით გააძლიერეს, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით მათი პოზიციების გამო, დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის ქვეშ არიან.
ირანი მისი ბირთვული პროგრამის გამო, ასევე აშშ-ის მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება.
ვიზიტის თარიღი არ არის მითითებული. ეს 2016 წლის შემდეგ სი ძინპინის პირველი ვიზიტი იქნება ახლო აღმოსავლეთში.