რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ 100 უკრაინელი ჯარისკაცი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთთან ტყვეების გაცვლის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდნენ. კიევში სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, სამოქალაქო პირი არის ენერგოდარის მერის პირველი მოადგილე ივან სამოიდიუკი, რომელიც ტყვეობაში 333 დღის განმავლობაში იყო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელების ტყვეობიდან დაბრუნებას. დღეს ჩვენი 100 ჯარისკაცი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე სახლში მიდის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა Telegram-ის პოსტში.

ერმაკმა დაამატა, რომ გათავისუფლებული ჯარისკაცებიდან 94 „მარიუპოლის დამცველია", მათ შორის 63 ჯარისკაცი, რომლებიც აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში იბრძოდნენ.