დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი „მთლიანად უჭერენ მხარს უკრაინას და თანხმდებიან, რომ დახმარება უნდა დაჩქარდეს უახლოეს კვირებში“, ნათქვამია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში, რომელიც 16 თებერვალს გავრცელდა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა ლონდონში შეხვდნენ და განიხილეს NATO-ს თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნა, რომელიც მალე დიდ ბრიტანეთში დაიწყება.
„სუნაკმა „გაიმეორა თავისი ერთგულება ევროპული უსაფრთხოების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.