კიევში ისრაელის საელჩომ მუშაობა განაახლა

16 თებერვალს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა, კიევში, საელჩოში ისრაელის სახელმწიფოს დროშა აღმართა. ისრაელის სახელმწიფოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ კიევში მუშაობა სრულად განაახლა. შესაბამისი განცხადება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა Twitter-ზე გააკეთა.

კოენის თქმით, უკრაინა ისრაელის მეგობარია და საელჩოსა და მისი თანამშრომლების შემდგომი საქმიანობა, რომლებიც მუშაობენ იქ რთულ პირობებში, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებას.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 16 თებერვალს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი კიევში პირველად ჩავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.