შეერთებულმა შტატებმა და G7-ის ქვეყნებმა შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დიდი ახალი პაკეტი 2023 წლის 24 თებერვალს გამოაცხადონ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.
„ვფიქრობ, 24-ში დაინახავთ სანქციების ახალ დიდ პაკეტს როგორც შეერთებული შტატებისგან, ასევე G7-ის ყველა ჩვენი პარტნიორისგან“, - განაცხადა ნულანდმა.
მისი სიტყვებით, ეს სანქციები გაღრმავდება და გააფართოებს შეზღუდვებს გარკვეულ კატეგორიებში, განსაკუთრებით, ტექნოლოგიური ნაკადის შეზღუდვა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაში და ა.შ.
ამასთან, მზადდება ინდივიდუალური სანქციები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის მიერ წარმოებულ ომს მხარს უჭერენ.