Johnson & Johnson -ის ერთდოზიანი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურია. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
აშშ-ის კომპანიების მეხუთე ვაქცინის გამოცდა რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობდა და ყველგან დამაჯერებელი შედეგი აჩვენა.
ის ფაქტი, რომ ვაქცინას მხოლოდ ერთი დოზა სჭირდება კორონავირუსის დასაძლევად, განვითარებადი და მცირე შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის საკმაოდ დამაიმედებელია.
"ერთდოზიანი ვაქცინა პანდემიის პირობებში, ჯანმოს სტანდარტებით საუკეთესო ვარიანტია. ვაქცინა გააუმჯობესებს მიწოდების პროცესებსა და ხილმისაწვდომობასაც",- აცხადებს Johnsons & Johnson-ის მთავარი სამეცნიერო ოფისერი, პოლ სტოფელსი.
Janssen-ის შვილობილ კომპანიას 44,000-ზე მეტი მოხალისე სამ ქვეყანაში ჰყავდა, კომპანია მომავალ კვირას FDA-ისგან საგანგებო სიტუაციებში გამოყენების ნებართვას ელის.
Johnson & Johnson-ს აშშ-ისთან უკვე შეთანხმება აქვს. აშშ კომპანიისგან 100 მილიონ დოზას შეისყიდის.
კომპანია ასევე მოელაპარაკა Covax-ს, პლატფორმა კომპანიის 50 მილიონ დოზას შეიძენს.