საფრანგეთში საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ.
პარიზსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება.
როგორც ცნობილია, საფრანგეთში საპენსიო ასაკის 2 წლით გაზრდა იგეგმება. პროფკავშირების ლიდერები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გახმობისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 7 მარტს მასობრივი გაფიცვის ორგანიზებას აპირებენ.