Wizz Air-ის ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა.
დიდთოვლობის გამო, ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრები აეროპორტში ზუსტ დროს ვერ გამოცხადდნენ.
"ფრენა იყო დილის 06:10 საათზე, ავტობუსი თბილისიდან უნდა გამოსულიყო ღამის 00:00-ზე, რათა ადგილზე რამდენიმე საათით ადრე ყოფილიყო, თუმცა უამინდობის გამო ორი საათით ადრე გავიდა, ანუ 22:00-ზე. მგზავრები ადგილზე იყვნენ 05:42 საათზე, როცა ფრენა უკვე გადაწეული იყო 06:22-ზე, რაც ქუთაისმა არ ასახა არც საიტზე და არც ზარების დროს იძლეოდნენ ამ ინფორმაციას.
ვიზეარმა მეილი მოიწერა მგზავრებთან, რომ ფრენა გადადო 30 წუთით. თუმცა არც ეს იყო აეროპორტის თანამშრომლებისთვის რაიმეს მომცემი. აგრეთვე, თვითმფრინავი ნაცვლად 06:10 საათისა, აფრინდა 07:18 საათზე, როცა მგზავრები უკვე თითქმის 2 საათის მისულები იყვნენ. საუბარია 87 მგზავრზე და არა 1-2-3 ადამიანზე", - წერს ერთ-ერთი მგზავრი სოციალურ ქსელში.