ლატვიის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს, ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანები უკრაინის არმიას გადასცეს, იტყობინება ლატვიური გამოცემა Delfi.
გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული ინდივიდუალური შემოწირულობა ლატვიის მინისტრთა კაბინეტის თანხმობას მოითხოვს.
წინადადება ფინანსთა სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული.
გასული წლის ნოემბერში ლატვიამ მიიღო კანონი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების მანქანების კონფისკაციას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს შემოწმების დროს 1,5 პრომილეზე მეტი ალკოჰოლი ან სისხლში ნარკოტიკების კვალი აღმოაჩნდა; თუ მძღოლმა უარი თქვა ორგანიზმში ასეთი ნივთიერებების არსებობის შემოწმებაზე. კონფისკაციის პირველი შემთხვევების შესახებ, ლატვიურმა მედიამ დეკემბრის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია.