რუმინეთში საავადმყოფოში ხანძარს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

რუმინეთში საავადმყოფოში ხანძარს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ცეცხლი Covid საავადმყოფოში გაჩნდა, სადაც რამდენიმე ინფიცირებული პაციენტი მკურნალობდა.

ბუქარესტის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა.

ხანძარი ელექტროგაყვანილობაში მომხდარმა დაზიანება გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება.