ანანურში, ავტოავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

ანანურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. საპატრულო ეკიპაჟის წევრები კი, დაშავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანას საპირისპირო ზოლში, შემხვედრი მიმართულებიდან დაეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.