ნიდერლანდებმა რამდენიმე რუსი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა მას შემდეგ რაც მოსკოვმა რეგიონში „დაზვერვის ოფიცრების განთავსება“ სცადა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვოპკე ჰოექსტრას თქმით, რუსეთის მუდმივი მცდელობები, დაზვერვის ოფიცრები ნიდერლანდებში დიპლომატიის საფარქვეშ განათავსოს, მიუღებელია.
„სწორედ ამიტომ ვზღუდავთ რუსი დიპლომატების რაოდენობას“, - წერს მინისტრი Twitter-ზე.
მისი თქმით, მისი ქვეყანა ასევე ხურავს ჰოლანდიის გენერალურ საკონსულოს სანქტ-პეტერბურგში და რუსეთის სავაჭრო ოფისს ამსტერდამში.