USAID: ჩვენ ერთად საქართველოს საზოგადოების ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ვმუშაობთ და ხელს ვუწყობთ, საქართველო გახდეს უფრო აყვავებული და უსაფრთხო

აშშ საქართველოს საზოგადოების ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე მუშაობს და ხელს უწყობს იმას, რომ საქართველო გახდეს უფრო აყვავებული და უსაფრთხო სახელმწიფო. ამის შესახებ საუბარია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორაციაში, რომელიც მინისტრ დარჩიაშვილთან შეხვედრას ასახავს.
 
მისივე თაბახმად, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპასა და ევრაზიაში, ელჩი ერინ მაქიი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა USAID-ის პარტნიორობა საქართველოს ხალხთან.
 
„USAID-ი თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან და საქართველოს მოსახლეობასთან.
 
ჩვენ ერთად საქართველოს საზოგადოების ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ვმუშაობთ და ხელს ვუწყობთ საქართველო გახდეს უფრო აყვავებული და უსაფრთხო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.