ბათუმში მშენებლობაზე ერთ-ერთი მუშა დაიღუპა

ბათუმში 35 წლამდე კაცი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში ანგისის დასახლებაში მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშნებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.