იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი 21 თებერვალს კიევს ეწვევა. მელონი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება იტყობინება იტალიური ყოველდღიური გაზეთი il Fatto Quotidiano.
მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტის შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაადასტურა, რომ მელონი მალე ეწვეოდა კიევს.
ცნობისთვის, მელონი და ზელენსკი 9 თებერვალს, ევროკავშირის სამიტზე, ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს.