უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც კულბამ Twitter- ზე დაწერა, შეხვედრის დროს მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ინიციატივა, რომელიც მიმართულია უკრაინაში მშვიდობის აღდგენისთვის, უნდა ემყარებოდეს გაეროს წესდებაში არსებული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს.
„მე ვაფასებ, რომ მაქვს შესაძლებლობა, გავცვალო შეხედულებები სახელმწიფო მრჩეველ ვან ისთან. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის შესახებ გაეროს ფუნდამენტური პრინციპი, წმინდაა ჩვენი ორივე სახელმწიფოსთვის. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ყველა ინიციატივა, რომელიც მიმართულია უკრაინაში მშვიდობის აღდგენისთვის, სწორედ ამ პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს მასზე”, - წერს დმიტრო კულება.