აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა.
ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.
თურქეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ბლინკენი ასევე მივიდა ადანის ინჯირლიკის საჰაერო ბაზაზე, სადაც მას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.
მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონი დიპლომატებმა თვითმფრინავიდან დაათვალიერეს.
თურქეთის სამხრეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 40 689 ადამიანი დაიღუპა.
„თურქეთში მიწისძვრის შედეგად განადგურებული ადგილების პირადად ნახვთ, ძალიან დამწუხრებული ვარ. შეერთებული შტატები მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა თურქეთს აღდგენაში დაეხმაროს“, - განაცხადა ბლინკენმა.