გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ ჩინეთი გადაკვეთს „წითელ ხაზს“, თუ რუსეთს სამხედრო შეიარაღებას მიაწოდებს.
- რა საკითხები განიხილეს დმიტრო კულებამ და ჩინეთის მთავარმა დიპლომატმა
- ენტონი ბლინკენის თქმით, პეკინმა შესაძლოა, მოსკოვს ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს, რასაც ჩინეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება
„ჩვენ მივესალმებით ჩინეთის განცხადებას, რომ მათ მშვიდობა სურთ, რადგან ეს არის ის, რისკენაც ჩვენ ყოველთვის ვისწრაფვით მსგავს სიტუაციებში. მაგრამ ჩვენ ასევე მკაფიო უნდა ვიყოთ, რომ ჩინელები და სხვები თუ აპირებენ რუსების ლეტალურ მხარდაჭერას, უკრაინაზე მათ სასტიკ თავდასხმაში, მაშინ ეს მიუღებელია“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.
ცნობისთვის, ენტონი ბლინკენმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები რუსეთს არალეტალურ მხარდაჭერას უკვე უწევდნენ, თუმცა პეკინმა შესაძლოა, მოსკოვს „ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს.