ძალიან კარგია, რომ აქციები დაინიშნა - ერთადერთი ის არის, რომ არაშესაფერისი დღეა შერჩეული“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანია განაცხადა.
„აქციებზე მაინცდამაინც არ გვისაუბრია. ძალიან კარგია, რომ ეს აქციები დაინიშნა და ეს მსოფლიო მასშტაბით კეთდება. ერთადერთი ის არის, რომ დღე არის არაშესაფერისად შერჩეული, რადგან ორშაბათია და თან სამუშაო საათებია. ადამიანები, როგორც წესი, ამ დროს მუშაობენ. არ ვიცი, როგორ გამოვა“, - აღნიშნა ალასანიამ.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები დაანონსდა.